ხელვაჩაურში, ე.წ „ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით

ხელვაჩაურში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით.

მოქალაქეების თქმით, მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

როგორც “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები აცხადებენ, უსახლკაროების დაკმაყოფილება სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.

“საცხოვრებელი ბინები არავის არ მიგვიღია. დღემდე არ არის სიები ცნობილი - ვის ეკუთვნის ბინა. მოვიდნენ, მაგრამ ვერ გავიგეთ, სია. ჩვენ თვითონ მოვედით დოკუმენტები მოგვაწოდეს გაურკვეველი, იქ არაფერი წერია. ხალხს არ გაგვიგია, ვის გვეკუთვნის”, - აცხადებენ შეკრებილები

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

“პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, ვის ეკუთვნის ბინა. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, ამიტომ ითხოვენ ზუსტს სიას. სტატუსები არ არის განსაზღვრული. დღეს ხელისუფლება მოვიდა და რეკლამა გაიკეთა, ზუსტად ეს ხელისუფლება გასახლებით ემუქრებოდა აქ მცხოვრებლებს. ეს არის ხალხის დამსახურება, რომ ეს ბინები აშენდა. ბევრი მეკითხება, ვის ეკუთვნის ბინა. მთავრობას ჰკითხეს, მაგრამ მათ არაფერი უპასუხეს, დღეს არ უნდა მოეტანათ სია და ეთქვათ ხალხისთვის, ვის ეკუთვნის? აქ ყველა უკმაყოფილო იყო”, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ე.წ ოცნების ქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს