ნინო წილოსანის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებული განცხადებები ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებული განცხადებები ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა.

როგორც წილოსანმა განაცხადა, ასევე არის მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დააჯერონ ამ ალტერნატიულ რეალობაში.

„ჰელსინკის კომისიამ“ მოსმენა გამართა ვადაგასული პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის წერილის საფუძველზე. მოუსმინა ვადაგასულ ელჩს, ნატალია საბანაძეს, ხოლო თავის მხრივ ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა დაგვიანონსა რევოლუცია, მეორემ კი გვითხრა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა და ასევე, არის მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დააჯერონ ამ ალტერნატიულ რეალობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი თვალნათელია. სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ყოველი მოქალაქის შეგრძნება და ცოდნა ამ ადამიანის მოქმედებებთან და დიქტატურასთან დაკავშირებით გამყარებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ქართული სასამართლოს დასკვნებით და იმ ბრალით, რომელიც ამ ადამიანს დადასტურებული აქვს. მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყველა კარგად ადევნებს თვალს, რამდენად მაღალი სტანდარტების სერვისს იღებს პენიტენციურ სისტემაში“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება