აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიამ რიგითობის კრიტერიუმები შეიმუშავა, მოსახლეობისთვის ცნობილია - ე.წ ოცნების ქალაქში ბინების გადაცემის პროცედურები შესაძლოა ხვალიდან დაიწყოს

ე.წ ოცნების ქალაქში შესაძლოა ხვალიდან ბინების გადაცემის პროცედურები დაიწყოს, - ეს განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე კრიტერიუმებით გათვალისწინებულ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.

“2019 წელს აღწერა დაიწყო და 1608 ოჯახია ბაზაში. კრიტერიუმები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზიის მეშვებით შემუშავდა. ვისაც საჭიროება გააჩნია, პირველ ეტაპზე, მათი დაკმაყოფილება მოხდება. კომისიამ რიგითობის კრიტერიუმები შეიმუშავა, მოსახლეობისთვის კრიტერიუმები ცნობილია. პრიორიტეტები მინიჭებულია: შშმ პირი, მარტოხელა დედა, მარჩენალ დაკარგულები და ა.შ. მივყვებით კრიტერიუმებს და ხვალიდან შესაძლოა ბინების გადაცემის პროცედურების დაწყება. დღეს ერთ ოჯახს ბინა უკვე გადაეცა, რომელიც კრიტერიუმს აკმაყოფილებდა”, - აღნიშნა ედუარდ ნაკაშიძემ.

ხელვაჩაურში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება