ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

ჯო ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ნორმანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება