გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისში, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, აჭარაში - 15, შიდა ქართლში - 11, იმერეთშიც - 11, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6 და მცხეთა-მთიანეთში - 2.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დალუქულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 135 ფაქტი გამოავლინეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო