პრემიერ-მინისტრი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს