„საქართველოს ბანკი“ და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

„საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები მიიღონ, რაც ფინანსური საკითხების სწორად წარმართვაში, დამატებითი რესურსების მოზიდვასა და საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარებათ.

ინფორმაციის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ფინანსური მოდელის შემუშავება; პროდუქტების ან სერვისების თვითღირებულების დათვლა; კომპანიის / ბიზნესის ანალიტიკა და რეკომენდაციების გაწევა; კომპანიის გაფართოების ან სხვა საკითხებში სარგებლიანობის გამოთვლა; სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

„რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური საკითხების, მათ შორის ანგარიშგებების მოწესრიგება გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტში“ (RSMEDP) ჩართვით, შეაფასონ საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დახვეწონ ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები და გადადგან ნაბიჯები გაფართოებისკენ. ჩვენ არ ვჩერდებით და მხარს ვუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში მომუშავე კომპანიებსა და საწარმოებს, მისცემს სტიმულს, გაძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ მდგრად ბიზნესებად და ამით საკუთარი წვლილიც შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

მათივე განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ბმულიდან, ამასთან, თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ .

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს