საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ხაზი ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი 4 თვის პარამეტრებს გაესვა.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს BAG ინდექსის ბოლო კვარტლის კვლევის შედეგები, რომელიც ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და საინვესტიციო ბარომეტრს ეხება. ასევე, ისაუბრეს ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც, BAG ინდექსის ფარგლებში კვლევის საგანს შეადგენს.

ზემოაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ქვეყანას მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს.

„მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ მისია აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე და ქმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. ფაქტია, და ამას მისიაც აღიარებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი და ჯანსაღია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის განვითარებისთვის. ასოციაციას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს“ , - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო