თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიხსნა

თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგი შეხვედრა გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გახსნა.

„2021 წელს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მადლობას ვუხდი იუნესკოს, რომელმაც მისი განხორციელება გვანდო და სამუდამოდ დაგვიტოვა წიგნის ერთ-ერთი დედაქალაქის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ქსელის შეხვედრები ახალი იდეებისა და გამოწვევების დასაწყისი იქნება. თბილისის მერია და მთელი ჩვენი გუნდი ამ პროექტის დიდი მხარდამჭერები ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მადლობას მოვახსენებ სტუმრობისთვის ქსელის ყველა წევრი ქალაქის წარმომადგენელს, ხოლო 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქს, სტრასბურგს წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

მერიის ინფორმაციის თანახმად, ქსელის შეხვედრის მონაწილეებს, ასევე მიესალმნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი, იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივები 2024-25 წლების განმავლობაში, რაც განავითარებს წიგნის სფეროს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს, რათა ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ქსელის წევრი ოცი ქალაქის წარმომადგენელთა ვიზიტი, დამატებით, ახალ კარს გახსნის ქვეყნისა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

მერიის განმარტებით, ქსელის შეხვედრას ესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი 20 ქალაქის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოების ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს. დაგეგმილი პროგრამები წარმოადგინეს 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქ სტრასბურგიდან და რიო დე ჟანეიროდან ჩამოსულმა სტუმრებმა. ეს უკანასკნელი პროექტს 2025 წელს უმასპინძლებს.

„იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დაადასტურეს.

თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომლებმაც სრულად მოიცვეს არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი.

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია