გორის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ქვემო არცევსა და მერეთში ახლად მოწყობილი სტადიონები დაათვალიერეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ორ სოფელში - ქვემო არცევსა და მერეთში ახლად მოწყობილი სტადიონები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სტადიონები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან მიღებული გრანტით განხორციელდა. პროექტის მიხედვით, მოედნებზე ხელოვნური საფარი, გარეგანათება, ღობე, შესასვლელი კარი, ფეხბურთის კარები მოეწყო.

„სამუშაოების ღირებულება 265 561 ლარია. გორის მუნიციპალიტეტმა კი გრანტის სახით 500 000 ჩინური იუანი (190 000 - მდე ლარი) მიიღო. პროექტისთვის საჭირო თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ორივე პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება