ვასო ურუშაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსული ინტერესების გატარებაა, მათ სჭირდებათ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც მაშველი რგოლი იქნება სანქციებისგან თავის არიდების სქემებში

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან დასავლური ინვესტიციების განდევნა, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს - ე.წ. პარალელური იმპორტის გამოყენებით.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მხოლოდ ჩინური კომპანიების მონაწილეობა სინამდვილეში არის რუსული ინტერესების გატარება შავ ზღვაში, მათ სჭირდებათ საქართველოში სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მაშველი რგოლი დასავლური სანქციებისგან თავის არიდების სქემებში იქნება.

სამწუხაროდ, რუსეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს - ე.წ. პარალელური იმპორტის გამოყენებით, ისინი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნებით, რკინიგზით და საზღვაო ინფრასტრუქტურით საქართველოში სარგებლობენ.

რუსეთი დღეს არის მოქცეული საერთაშორისო იზოლაციაში, ის პირდაპირ სავაჭრო და ეკონომიკურ-ბიზნეს საქმიანობას დასავლეთთან ვერ აწარმოებს, რომელიც ყველაზე მსხვილი ბაზარია მსოფლიოში, ამიტომ მათ საქართველო, გავლენები სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე სჭირდებათ, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება რეგიონში. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში იკვეთება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!