ადვოკატი აცხადებს, რომ აქტივისტი, იოსებ ბაბაევი, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა, ნაცემია - ის ბრალს არ აღიარებს

სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა, ნაცემია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, თვითონ ბაბაევი აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღები, რის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების გამოც დააკავეს, მას არ ეკუთვნის და სინამდვილეში „ჩაუდეს“, შესაბამისად, ის ბრალს არ აღირებს.

„როგორც თვითონ იოსებ ბაბაევი აცხადებს, თავისი პოლიტიკური აქტიურობის და პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის გამო იარაღი ჩაუდეს. საკმაოდ ნაცემია, დაზიანებები აქვს სახეზე, თავზე და მთლიანად ტანზე. ამ ყველაფერს უკავშირებს მის პოლიტიკურ აქტივობას. როგორც უწოდებს, რუსულ კანონთან დაკავშირებით აქციებში სისტემატურად მონაწილეობდა, თბილისში ჩადიოდა. ამბობს, რომ აქციებზე კანონს არ არღვევდა. როგორც განმარტა, პოლიციამ უთხრა, რომ „იქ ვერ დაგიჭირეთ და აქ გიჭერთო“ , - განაცხადა კახა კალმახელიძემ.

ადვოკატის თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.

„თითქმის ყველა ღონისძიებას და აქციას, რაც ოპოზიციიდან ჟღერდება ავტომატურად მხარს უჭერდა იოსებ ბაბაევი. სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დიახ, არ ჰქონდა სურვილი, რომ ისინი რესტორანში შესულიყვნენ. ბრალს არ ვაღიარებთ, ბრძოლის განწყობა გვაქვს ან რა უნდა ვაღიაროთ, რაც არ არსებობს. იარაღის ტარება გამორიცხულია. ჩვენ პოლიტიკური თანამოზიარეები არ ვართ, განვსხვავდებით, მაგრამ ვმეგობრობთ და ის მაინც ვიცი, რომ 1% შანსი არ არსებობს იმისა, რომ მას იარაღი თან ჰქონოდა, მითუმეტეს ავტომატი, პისტოლეტი, ეს გამორიცხულია. ის სხვადასხვა მხრიდან პროვოკაციებს ელოდებოდა მისი აქტიურობის გამო, ამიტომ შანსი არ არსებობს იმისა, რომ მას იარაღი თან ეტარებინა“. განაცხადა კახა კალმახელიძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ბაბაევის დაკავების შესახებ გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო