გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:40-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, არტანი, ღორღა, თეთრაულები და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, ნატახტარი, ძალისი; 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი.

11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: ცხვარიჭამია, გლდანი, წიწამური.

14:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი, მუხათწყარო, ნახშირგორა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, ხატაეთის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, სარგის კაკაბაძის, იან ჰომერის ქუჩებზე, დიდ დიღომში, ქედის ბოლოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია