„ეროვნულ დემოკრატიული ალიანსი“, ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ახალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა

„ეროვნულ დემოკრატიული ალიანსი“, ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ახალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ალიანსის განცხადებას ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ავრცელებს.

„ჩვენ ყველანი ერთხმად „ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის“ ხელმძღვანელს, პატივცემულ ნარენდრა მოდის ჩვენს ლიდერად ვირჩევთ. მოდის ხელმძღვანელობით „ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის“ მთავრობა მოწოდებულია ემსახუროს ღარიბებს, ქალებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს და ინდოეთის ექსპლუატირებულ, დაუცველ და დაჩაგრულ მოქალაქეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ კოალიციის წევრებთან მთავრობის შექმნაზე მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. „ინდოეთის სახალხო პარტიამ“ 240 მანდატი მოიპოვა, მაშინ, როდესაც ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 272 მანდატზე მეტია საჭირო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება