ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების”, ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლებს მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს

„ქართული ოცნების”, ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლებს მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ოცნებას“, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინა, ამას არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა არ აპატიებს.

„ქართული ოცნების“ ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ ორ რამეს, ერთი - ისინი კარგავენ ძალაუფლებას, რომელიც 26 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის ნებით და მეორე, რომ მათი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო რუსული კანონის კენჭისყრამდე.

მათ ჩაიდინეს ქვეყნის ღალატი, რომელსაც არც ქართველი ხალხი და არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა, ბუნებრივია არ აპატიებს. სანქციები იქნება და როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ სანქციები იქნება, სწორადაც ღელავენ სანქციების გამო, რადგან ისინი კარგავენ ძალაუფლებას, იმ პრივილეგიებს, იმ ფულს - რომელსაც ხალხის ჯიბიდან იპარავდნენ, ეს ერთი და მეორე მათ მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც რუსული კანონის შემოღებით ჩაიდინეს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება