ბოკერია გაერო-ს რეზოლუციაზე - ჩინეთი წლებია მხარს არ გვიჭერს, ეს სამარცხვინო ხელისუფლება კი თავშეკავებისთვის მადლობას უხდის

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მადლობა ჩინეთის მიმართ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ „რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს“.

„საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად, ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი.

სხვათა შორის, ივანიშვილის რეჟიმის დროს, 2022 წელს მან წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლო ორი წელია ისევ, მხარს არ გვიჭერს და აქედან ჩანს, რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გამოცვლის გარდა არაფერი უშველის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება