გიგი წერეთელი - ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის ამით საქართველოს შესახებ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორებისგან ნათლად გვესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ავტორიტარიზმისგან დაცული უნდა იყოს.

„იმის ნაცვლად, რომ ზოგადად ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან, იქნება ეს კონგრესში, თუ ჰელსინკის კომისიაში მოსმენა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდეს, ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების დასანქცირებასა და რუსეთთან მათ კოლაბორაციაზე საუბარს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატი“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადების შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება