გიორგი რუხაძე - ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ ხელისუფლება დაინდეს, მე უარესებს ვიტყოდი - თუ ტრაექტორია და ხელისუფლება არ შეიცვალა, ამას ქვეყნის მომავალზე კატასტროფული გავლენა ექნება

მგონია, რომ ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ხელისუფლება დაინდეს. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, „ჰელსინკის კომისიის“ წევრების შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათვლილი.

„მართლა ვინმეს ჰგონია, რომ იქ დამსწრე საზოგადოებამ, სენატისა და კონგრესის წევრებმა, არ იცოდნენ საქართველოში რა ხდება და ბატონი ჩხიკვაძისგან და ქალბატონი საბანაძისგან გაიგეს? მგონია, რომ იმ ორმა ადამიანმა საქართველოს ხელისუფლება დაინდო. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი და უარესებსაც იმსახურებენ. შიდა მოხმარებისთვის იყო ის გზავნილები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა. თურმე არიან ჩამშვებები, დავბრუნდით ხომ საბჭოთა კავშირში, ქურდულ მენტალიტეტში და ძველი ბიჭების სამყაროში? „ჩამშვები“ ვინ არის და „კაი ბიჭი“ ვინ არის, ეს საუბარი არასერიოზულია. ამომრჩეველმა სწორად უნდა შეაფასოს და დაინახოს, თუ რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. თავი სერიოზულ ადამიანებად წარმოუდგენიათ პაპუაშვილს და კობახიძეს? სერიოზული ადამიანების მხრიდან ასე საუბარი „ჰელსინკის კომისიის“ მომხსენებლებზე უბრალოდ სასაცილოა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ხალხმა არ შეცვალა და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიულ გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ქვეყნის მომავალზე.

„ის კი არ არის სამწუხარო, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასჯელს იმსახურებენ, აშშ ამაზე უკვე ფიქრობს და ნაბიჯებსაც უკვე დგამს, არამედ სამწუხარო ისაა, რომ პირველად, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირველად საქართველოს 33 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველო განხილული იყო, როგორც სანქციების პრეტენდენტი ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება გადაიხედოს და თავისუფალი სამყაროს მეგობრების კალათიდან გადავიდეს ავტორიტარული რეჟიმების სივრცეში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული. თუ ტრაექტორია არ შეიცვალა, თუ საქართველოს ხელისუფლება ხალხმა არ შეცვალა არჩევნებზე და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ამ ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო