„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე  საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1630) საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომა 6 ივნისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი.

მათივე ინფორმაციით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირის შესახებ ცნობების შეგროვება და მისი ვიზუალური კონტროლი იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია სასამართლო კონტროლის არსებობა.

„მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები, რაც ვერ აკმაყოფილებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ კონსტიტუციურობას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა მატერიალური კონსტიტუციურობის მოთხოვნებიც, ვინაიდან სასამართლო კონტროლის გარეშე ზემოაღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება არათანაზომიერად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის