პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილემ აღნიშნა ჟურნალისტი პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტით საუბრობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

„როდესაც რუს ჟურნალისტს დავუსვით კითხვა - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, არ გეთანხმებითო გვიპასუხა. პოლიციამ დაიცვა ეს ადამიანი. მოვიდა აქციაზე, სადაც ბავშვები იდგნენ და რუსეთისთვის მაამებელი ტექსტით დაიწყო ჩართვა და ვინ აპატიებდა ამას? ერთ-ერთმა აქციის მონაწილეს ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო, რაზეც გვიპასუხა - არ გეთანხმებითო. ასეთ ადამიანებს უშვებენ საქართველოში”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პოლიციამ ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა, მანამდე კი აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავი შეეკავებინათ, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს