თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს", აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მალიქ მამადი, სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით „პატარა უფლისწული" და დამოუკიდებელი პროექტი ფოთიდან, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ნიკო ნიკოლაძე".

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი მარნეულში ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფით ,,სამსახიობო იმპროვიზაცია" დასრულდა.

ასევე ინფორმაციის თანახმად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იუნესკოს თეატრი, ეროვნული სასახლე, Silk Road Culture Hub, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის