პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ ლოზუნგით - „დაღალე რეჟიმი!“ მსვლელობა მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიდიან, საიდანაც „ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ.

პროტესტის მონაწილეები კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლებს გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, გზის გადაკეტვას არ აპირებენ და მსვლელობას ტროტუარით გაივლიან.

მსვლელობის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული და ასე მიემართებიან მთავრობის ადმინისტრაციისკენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მსგავსი ტიპის პროტესტის მიზანი „მოწინააღმდეგე მხარის გამოფიტვაა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება