მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „დაღალე რეჟიმი!“ მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „დაღალე რეჟიმი! მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებსაც აქციის მონაწილეები სიტყვით მიმართავენ. პროტესტის მონაწილეების მიმართვით, მათი მიზანი პოლიციის დაღლაა.

მათივე თქმით, პოლიცია მოქალაქეებს უნდა იცავდნენ, ამის ნაცვლად კი „ბრმად ემორჩილებიან რეჟიმს“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება და არ დაიღლებიან.

ამ დროისთვის, პროტესტის მონაწილეები კანცელარიასთან სიტყვით გამოდიან, რის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ ოფისთან მსვლელობით გადავლენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება