ირაკლი კობახიძე ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვულოცავ ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას.

„საქართველოს და ინდოეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა, რაც საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. წარმატებებს ვუსურვებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მის მნიშვნელოვან საქმიანობაში და ველი თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროში არსებულ საკითხებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება