აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ზვიად ცეცხლაძეს შორის.

ვითარების დაძაბვა მოჰყვა ზვიად ცეცხლაძის სიტყვით გამოსვლას, რა დროსაც ცეცხლაძე პოლიციის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ პოლიცია მოქალაქეებს უნდა იცავდნენ, ამის ნაცვლად კი, “ბრმად ემორჩილებიან რეჟიმს”.

ცეცხლაძის თქმით, მისი მიზანი არ ყოფილა პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მან უბრალოდ მორალს გაუსვა ხაზი.

„მოვიდნენ და მეუბნებიან, რომ ეს არის კანონის დარღვევაო და შემდეგ ჯერზე დაგაკავებთო. ძალიან მაინტერესებს რომელი მუხლით დამაკავებენ. მორალზე აქცენტის გაკეთება შეურაცხყოფად მიიღეს. მსგავსი სტილისტიკით, რაც ისაუბრე პოლიციისთვის შეურაცხმყოფელიაო”,- განაცხადა ცეცხლაძემ.

“როდესაც სიტყვით გამოდიხართ და თქვენს საუბარს აჟღერებთ, უნდა დაუკვირდეთ სიტყვებს. აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. რამე სახის, თუნდაც ირონიულად, ან გადატანითი მნიშვნელობით, პოლიციელების მოხსენიება არ არის კორექტული. ამიტომ, მოგიწოდებთ კორექტულობისკენ”,- მიმართა სირაძემ.

ცეცხლაძე დაინტერესდა რომელი მუხლით დაჯარიმდებოდა რაზეც სირაძემ უპასუხა: „მუხლს გაგაგებინებთ, თუ კიდევ ერთხელ გაიმეორებთ”.

როგორც ცეცხლაძემ განაცხადა, პროტესტის მიზანი სწორედ ეს არის, რომ „პოლიციას გულზე მოხვდეს მორალზე ხაზგასმა“. ასევე, მისივე თქმით, აქციის მიზანი მათი დაღლაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება