ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა: „ნათსჯი“, „კულა“, „ბატონო“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“ და „ჩემპი“, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ.

„ევროკავშირის ბაზარი არის სტრატეგიული მიმართულება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა იყო მოწყობილი, პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაამყარონ კავშირები და განავითარონ ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებებით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ.

როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ აღნიშნა, ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით.

„ქ. ამსტერდამში გამართულ გამოფენაში World of Private Label International Trade Show მონაწილეობას 73 ქვეყნიდან 3 000-მდე კომპანია იღებდა. მოწყობილი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი.

გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება