გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

დღეს, გაერო-ს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს ხუთ ახალ დროებით წევრს ფარული კენჭისყრის შედეგად, ორწლიანი ვადით აირჩევს.

გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული სახელმწიფოები უშიშროების საბჭოში ადგილს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაიკავებენ და მოზამბიკს, იაპონიას, ეკვადორს, მალტასა და შვეიცარიას ჩაანაცვლებენ.

დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს და გასულ წელს არჩეულ ხუთ დროებით სახელმწიფოს - ალჟირს, გაიანას, სამხრეთ კორეას, სიერა ლეონესა და სლოვენიას შეუერთდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება