ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე - ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით, ძალიან ცდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმებს უკიდურესად ძლიერ პასუხს გასცემს.

„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ და ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფთ, ძალიან ცდება. უკიდურესად ძლიერ პასუხს გავცემთ, მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ამა თუ იმ გზით ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმები გამწვავდა. ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ჰურფეიშს დრონებით დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს