ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე; მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე; ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის LINC-ის აღმასრულებელ დირექტორი, პატრიკ ლოჰმეიერი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი, დენიელ დრიგერი.

„შეხვედრაზე, მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. USAID-ის განვითარების პროგრამების ფარგლებში, კომპანია LINC-ი მხარს უჭერს და მზადყოფნას გამოთქვამს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის, ტრენინგების, კვლევების, მონიტორინგის და შეფასების სისტემების დანერგვის გზით.

2024 წლის 19, 20 და 21 ივნისს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებისათვის, საერთაშორისო ექსპერტი, პიტერ პაპე ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებს, თემაზე - „მომხმარებლის უფლებების ეფექტიანი აღსრულება ელექტრონულ კომერციაში“.

2020-2023 წლების პერიოდში, სააგენტოს გაზრდილი მანდატის და ახალი ფუნქციების დამატების შესაბამისად, უწყების საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით USAID-ის პროგრამის HICD პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოსთვის შემუშავდა და დაინერგა - ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქტიური დიალოგის ფორმატში თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სააგენტო არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ICN აქტიური წევრი, 2023 წლიდან კი - მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი. აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა UNCTAD-ის, OECD-ის, USAID-ის წარმომადგენლობებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო