ლაშა ფარულავა - ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას, ქართველი ხალხის მიმართ

ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას, ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ გვყავს მტკიცე პარტნიორები და ახლაც მზად არიან, დაუდგნენ ქართველ ხალხს გვერდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, MEGOBARI აქტი ნათლად გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას, საქართველოს მიმართ.

„ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობრის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. წლების განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ახლაც მზად არის გვერდში დაუდგეს ქართველ ხალხს, ვისაც სურს იხილოს დემოკრატიული საქართველო დასავლეთში და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გვყავს მტკიცე პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც მზად არიან დაუდგნენ საქართველოს გვერდში და მხარი დაუჭირონ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ მდგრადობას და საქართველოს წინსვლას.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება