პაატა მანჯგალაძე - ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ - არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს

ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ - არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ მავნებლობას განაგრძობს.

„ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეღობება, აუცილებელია, რომ დასანქცირდეს და მთავარი სანქცირება არის საქართველოს მოქალაქის მიერ სანქცირება. ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ - არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს.

ისევ მავნებლობას აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ იცით გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა დევნილების დაბრუნებას. ყველა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა მას დაუჭირა მხარი, გარდა „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთისა. ეს ნიშნავს, რა დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას საქართველოსთვის და რა ხდება ჩინეთთან და იმ ქვეყნებთან მეგობრობით, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას. დევნილების დაბრუნებაზე მხარის არ დაჭერა, ნიშნავს სუვერენიტეტის ფაქტობრივად არ აღიარებას ჩინეთის მხრიდან ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მგონი, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ლომჯარია ვერ მიიღებს თურმე დაფინანსებას. საერთოდ ფინანსური დახმარება რომ არ იყოს, ამერიკის შეერთებული შტატები, არის მთავარი ფლაგმანი არაღიარების პოლიტიკის და მათ შორის, მთავარი მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტის. „ქართულმა ოცნებამ“ ვინც გამოაცხადა სტრატეგიულ პარტნიორად - ჩინეთი ვიცით რომ დევნილების დაბრუნებასაც არ ეთანხმება, სუვერენიტეტს, რომ თავი დავანებოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს