საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ავსტრია-უნგრეთის ბოლო იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილს, 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩს გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებასა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ვიზიტისთვის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, უნივერსიტეტი და შესაბამისად, ფაკულტეტი მზადაა არსებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს.

რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, ერთ-ერთი ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტის მეცნიერები ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ავსტრიელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თქვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავთ”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და შეხვედრის მონაწილეებს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს (პრეზიდენტი) პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თბილი შეხვედრისთვის. როგორც გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის