ბექა ოდიშარია - შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე

შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან და ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სანქციებს ვერ დაუწესებენ.

„შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, აი, ამ სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს