„კარფურის“ ახალი საფეხბურთო კამპანია - ყველაფერი ერთ სივრცეში საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ

კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ახალ საფეხბურთო კამპანიას იწყებს, რის ფარგლებშიც ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და გათამაშებებს უმზადებს.

25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ კარფურში ყველა საჭირო ნივთი და პროდუქტი ერთ სივრცეში, განსაკუთრებული ფასდაკლებით დახვდებათ ერთგულ მომხმარებლებს.

იხილეთ პროდუქცია.

რაც მთავარია, კარფური ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოს გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მაისურებს და სხვა პროდუქციას სთავაზობს. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს კარფურის ბრენდის საქომაგო მაისურებიც.

კამპანიის ფარგლებში, კარფურის თბილისი მოლის ფილიალში, 23 ივნისს FIFA-ს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის კარფურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შეირჩევა 24 მონაწილე. ტურნირის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურებით. დამატებით, I ადგილზე გასული მოთამაშე საჩუქრად მიიღებს - PlayStation5-ს, ხოლო II ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება Samsung Smart Watch-ით.

გარდა ამისა, კარფური „ნატახტართან“ ერთად, 25 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ PlayStation5-ი. გათამაშება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე განხორციელდება, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ ატვირთონ “ნატახტარის” პროდუქციასთან ერთად გადაღებული სურათები, დააგროვონ ყველაზე მეტი მოწონება და გახდნენ გამარჯვებულები.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს – ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინშოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო