საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და საწვრთნელი ცენტრის შტაბების შენობებში, სპეციალური ოპერაციების, სპეციალური დანიშნულების სკოლის, რეინჯერთა სკოლის და უზრუნველყოფის ასეულის შენობებში, რეინჯერთა ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ყაზარმებში, ასევე სასადილოს, ლაზარეთსა და სხვა დამხმარე შენობების. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვისუნარიანობისთვისაა საჭირო.

მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების აღჭურვილობა. ირაკლი ჩიქოვანი მუხროვანში, ასევე ესტუმრა ბაზაზე არსებულ ეკლესიას და სამხედრო კაპელანს გაესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ საცხოვრებელ ყაზარმაში, სამ ბატალიონის შტაბში, სარდლობისა და ბრიგადის შტაბებში, სპორტულ დარბაზში, სასწავლო კლასების შენობაში, ლაზარეთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და სასადილოში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის