იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ

რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, როდესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ისინი ძალების აღდგენას შეძლებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ნატო მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს წარმოადგენს. ნატო ყველაზე ძლიერი ალიანსია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზას მისთვის მომზადება წარმოადგენს.

„მაგრამ იდეა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, როგორმე მსოფლიოში ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსს თავს დაესხმება ან დააშინებს, მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს