მამუკა ხაზარაძე გორში მეწარმე ქალებს შეხვდა

პარტია „ლელოს“ კამპანია რეგიონული შეხვედრები გრძელდება. დღეს პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ლელოს” გორის ოფისში მეწარმე ქალებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ყოფით და სოციალურ პრობლემებთან ერთად, მთავარი წუხილი, რაც შეხვედრაზე გამოითქვა, არის რუსული ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ საქმიანობას, განვითარებას და ზოგადად, დასავლური კურსის ცვლილების გამო, ქვეყანას რუსეთის სივრცეში მოაქცევს.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“ გორის ოფისის ხელმძღვანელი, გელა შარვაშიძე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების კოორდინატორი, ვეფხია კასრაძე, შიდა ქართლში „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მაკა კოჭლამაზაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს