ჯო ბაიდენი - ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება, მისი მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან, მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება - ამას ვერ დავუშვებთ!

აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა - ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დგანან.

ბაიდენმა ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბატონობისკენ მიდრეკილი ტირანი შეიჭრა.

„უკრაინელები არაჩვეულებრივი სიმამაცით იბრძვიან, დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკან არასდროს იხევენ. შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას, მსოფლიოს ავტოკრატები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ნახონ რა მოხდება უკრაინაში. ნახონ, გავუწევთ თუ არა ამ უკანონო აგრესიას წინააღმდეგობას. ამას ვერ დავუშვებთ. მოძალადეების წინაშე კაპიტულაცია, დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა უბრალოდ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს