Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს

Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია. მისი დახმარებით, ამიერიდან, ინვესტორები აშშ-ის საფონდო ბაზრებზე სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ივაჭრებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ინვესტირების პროცესი საკუთარ დატვირთულ გრაფიკს მოარგონ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაჭრობის გახანგრძლივებული დრო მოიცავს: აშშ საფონდო ბირჟებს გახსნამდე სავაჭრო საათებს 15:00 – 17:30 თბილისის დროით; აშშ საფონდო ბირჟებს სამუშაო საათების შედგომ სესიას 12:00 – 01:00 თბილისის დროით.

ამგვარად, ინვესტორებს აშშ-ის სავაჭრო ბირჟებზე წვდომისთვის, სტანდარტული 6 საათისა და 30 წუთის გარდა, დამატებით 3 საათი და 30 წუთი ეძლევათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო დროს და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00-დან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე.

ინვესტორებს დამატებით საათებში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქტივებთან ერთად, შეუძლიათ ივაჭრონ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციებით, ETF-ებით და სხვა პროდუქტებით.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისა და ინვესტირებით დაინტერესებულ პირებისთვის G&T Trader-ის პლატფორმაზე დავნერგეთ გამორჩეული ფუნქციონალი, რომელიც ტრადიციული სავაჭრო საათების მიღმა ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ინვესტორს დამატებით 3.5 საათი ექნება აშშ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის, ჯამურად კი დღის განმავლობაში - 10 საათი. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირველებს შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს სიახლე ხაზს უსვამს Galt & Taggart-ის ძალისხმევას, ვიყოთ მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში და მუდმივად შევთავაზოთ უახლესი ინსტრუმენტები და ინოვაციები ჩვენს მომხმარებლებს. გახანგრძლივებული ვაჭრობის ფუნქციონალი ინვესტორების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და იგი მათ ინვესტირებისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.

Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ხოლო პირად ბროკერთან კონსულტაციის გასავლელად შეგიძლიათ დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია ამ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება