მეთიუ მილერი - კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის: ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს

კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია.

მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ვინც ქმედებები განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. და უნდა აღვნიშნო, რომ ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, რომ განვახორციელოთ, არა მხოლოდ ამ ახალ სანქციებს ეხება, რომლებიც შემოგვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა განვახორციელოთ.

როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”, - აღნიშნა მილერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის