გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ორგანიზებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ონლაინ-ტრენინგების ციკლი გაიმართა

გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

„ონლაინ-ტრენინგები ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა და შესაბამისმა თანამშრომლებმა პრაქტიკული უნარები გაიღრმავეს შემდეგი მიმართულებით: გლობალური თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დაყადაღებული აქტივების მართვა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ძირითადი ასპექტები.

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო სამსახურის 43 თანამშრომელმა. ხოლო სწავლების პროცესს უძღვებოდნენ პორტსმუტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ასოცირებული პროფესორი - დოქტორი ბრანისლავ ჰოკი, ამავე ცენტრის უფროსი ლექტორი - დოქტორი დევიდ შეფერდი და ასევე, პორტსმუტის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სკოლის საპატიო ლექტორი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.

მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების და სპეციალიზებული პროექტების განხორციელების მიზნით, კონკრეტული ერთობლივი აქტივობები შესაბამის სფეროებში უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. ტრენინგში მონაწილე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დადებითად იქნა შეფასებული განხილული თემატიკა და ტრენინგის შესაბამისობა მათ პროფესიულ მოთხოვნებთან. გამოითქვა მზაობა, რათა პორტსმუტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაგეგმილ ანალოგიურ სასწავლო აქტივობებში კვლავ ჩაერთონ უწყების შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია