გერმანიის სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად ყველა გულშემატკივარს

Roamingo გერმანიაში მიმავალ ყველა გულშემატკივარს 1GB პაკეტს ჩუქნის.

ქართული, სამოგზაურო ინტერნეტის აპლიკაცია Roamingo eSIM ევროპის ჩემპიონატზე მიმავალ საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს გერმანიის 1GB პაკეტს ჩუქნის. Roamingo ამ ისტორიულ თამაშებზე დამსწრე გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს ინტერნეტ პაკეტი წინასწარ, საქართველოში ყოფნისას გაიაქტიურონ, რათა გერმანიაში ჩასვლისას ჰქონდეთ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირი.

მომხმარებლებს საჩუქრის მიღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად iPhone ან Android აპლიკაცია Roamingo eSIM-ით, სადაც მათი პროფილის გვერდზე, საჩუქრის გააქტიურების ველში უნდა შეიყვანონ სასაჩუქრე კოდი - EUROAMINGO, რის შემდეგაც უნდა გაიაქტიურონ eSIM ტელეფონებში.

საჩუქრის გააქტიურება ყველა მომხმარებელს შეუძლია 30 ივნისის ჩათვლით.

იხილეთ საჩუქრის გააქტიურების დეტალური ინსტრუქცია - https://euro2024.roamingo.com/

ამასთანავე, Roamingo-სა და VISA-ს საერთო კამპანიის ფარგლებში, ყველა ის მომხმარებელი, რომელიც დამატებით შეიძენს ნებისმიერი მიმართულების ინტერნეტ პაკეტს VISA ბარათით, საჩუქრად მიიღებს +1GB-ს შეძენილ პაკეტზე.

კომპანია Roamingo უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს მსოფლიოს 190 ქვეყანაში. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს, მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ქვეყანა და შეიძინონ გიგაბაიტები ხელმისაწვდომ ფასად, სასურველი ვადით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან. Კომპანიის მიზანია, სწრაფი და მარტივი eSIM ინტერნეტის აპლიკაციით სარგებლობა მარტივ და კომფორტულ პროცესთან იყოს დაკავშირებული ყველა მომხმარებლისთვის.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება