უკრაინელებმა 9 ოლქში რუსების ყველა რაკეტა და 48 დრონი გაანადგურეს

რუსი ოკუპანტები წუხელ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 5 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 53 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა რაკეტა და 48 დრონი განადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში 48 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ცნობით, რუსებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციიდან - Tu-95MS ბომბდამშენებიდან რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ხოლო დრონები - რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, იესკიდან და კურსკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება