საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 11 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება კასპის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 11 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კასპის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალქალაქი, ბარნაბიანთკარი, გარიყულა, გომიჯვარი, გრაკალი, გუდალეთი, ეზატი, ზემო ჩოჩეთი, ზემო ხანდაკი, თელათგორი, თელიანი, თვალადი, იდლეთი, კავთისხევი, კალოუბანი, ლავრისხევი, მეტეხი, მირიანი, მიქელწყარო, ნიაბი, სასირეთი, ქვემო გომი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, შუა უბანი, ციხისუბანი, წინარეხი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება