ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმი საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრაქტიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს