ნინო წილოსანი სანქციებზე - თუ ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე - ვის და რატომ სჭირდება ეს, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა

ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე - ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს.

წილოსანი წერს: „მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“

„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა. მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!,“ - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს