ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა, - ინფორმაციას Reuters-ი „რესპუბლიკელ“ ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.

„აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ამერიკელ ხალხსა და მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს წარვუდგინო სიმართლე ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს