სტატისტიკის სისტემის 2024-2027 წლების სტრატეგია დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი 2024-2027 წლებს მოიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული პოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებით და საერთაშორისო სტატისტიკური ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა.

ამასთან, პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რომელიც განსაზღვრავს სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო საჭიროებებს, პასუხობს პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემებზე მოთხოვნას, უზრუნველყოფს სტატისტიკური ღონისძიებების ჩატარების გონივრულობას და ფინანსური რესურსების განაწილებას.

„სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგია განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის“ ცნობით, პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად.

„სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია სამ ძირითად მიზანს და ცხრა ამოცანას მოიცავს. ამავე სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში 91 აქტივობაა შესული. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა: მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით და მომხმარებლების მიერ მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის კოორდინაციის მიზნით, 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც თერთმეტი უწყების წარმომადგენლისგან შედგება და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი თავმჯდომარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება