კახა კალაძე - არ ვნერვიულობ და ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს - ამერიკის ვიზა არ მაქვს, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს - ამ სანქციების არავის ეშინია

არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ - ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის მხრიდან დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

კალაძის თქმით, სანქციების არავის არ ეშინია.

„კიდევ ერთხელ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიული, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია. ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მეგობრებისთვის. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციის [ძირის გამოთხრა?] სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. არ ვიცი, შეიძლება 100 იყოს ან 200 დასანქცირებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.

ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი.

ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება სანქციები ამერიკის მიერ სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაზე, კალაძემ აღნიშნა, რომ “დაფინანსების უდიდესი ნაწილი, თანხის 80% მიდის მაგათი, ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო