კახა კალაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება - ეს, რა თქმა უნდა, გამართლებულია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება - ეს, რა თქმა უნდა, გამართლებულია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მსგავს პროცესებზე სახელმწიფომ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

„აქციებზე ათასობით ადამიანი იყო. იქ ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. გაიხსენეთ ამერიკაში როდესაც იყო შეტევა, არეულობა პოლიცია როგორ იქცეოდა. ჩართეთ ეგ ვიდეოები, არსებობს და შეადარეთ. რა თქმა უნდა, გამართლებულია [ქართველი პოლიციელების რეაგირება]. როდესაც ძალადობ პოლიციელზე, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გინდა პარლამენტში შევარდნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამ თემისა, თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც საფრანგეთში ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს, ისინი არ დასანქცირებულან, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. კალაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, არის“.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება. ბუნებაში ვერავინ ახსნის, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება